ახალი ამბები

თელავში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

7 დეკემბერს თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქცია 13 საათზეა დაგეგმილი.

ცნობისთვის, საოკუპაციო რაჟიმის მიერ დაკავებულ ქართველ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.