გურჯაანში პროექტ ,,ციფრული მუზეუმის” განხორციელება დაიწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებული ა(ა)იპ საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების მიერ შემუშავებული პროექტ “ციფრული მუზეუმისა” და “ბიბლიოთეკა მხოლოდ წიგნების თარო არ არის” განხორციელება დაიწყო.
მუზეუმების კურატორის, ეკატერინე ბეროშვილის თქმით, პროექტის პირველ ეტაპზე მუზეუმებში არსებული ექსპონატების ნაწილი გაციფრულდა და ერთ სივრცეში მოექცა.
,,ვცდილობთ გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა და სხვადასხვა სერვისი შევთავაზოთ დამთვალიერებელს. მუშავდება სხვადასხვა პროექტი, მათ შორის შევიმუშავეთ ციფრული მუზეუმი და ექსპონატები გავაციფრულეთ, რომელიც პირველ ეტაპზე დაიბეჭდება და გამოფენაზე იქნება წარდგენილი.
ასევე აქტიურად ვგეგმავთ გასვლით შეხვედრებს და პრეზენტაციებს. მივალთ ყველა საჯარო სკოლაში, სხვადასხვა ორგანიზაციასთან, სასტუმროსთან და ჩვენი მუზეუმების პრეზენტაციას გავმართავთ, რომ პოტენიურმა ტურისტებმა გაიგონ ჩვენ შესახებ”,- განუცხადა Knews.ge-ს ეკა ბეროშვილმა.
პროექტის ფარგლებში პირველი გასვლითი შეხვედრა გაიმართა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან, რომლებსაც მუზეუმების და მისი მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ.