სოფელ აფენში 34 წლის ქალი ჩამომხრჩვალი იპოვნეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში 34 წლის ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ის ჩამომხრჩვალი ქმრის ოჯახში იპოვნეს. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ადგილობრივებისთვის გაუგებარია რა შეიძლება ახალგაზრდა ქალის თვითმკვლელობის მიზეზი გამხდარიყო.
„34 წლის გოგოა, ტყუპის ცალი იყო. ყველას ძალიან უჭირს ახსნა, რატომ მოიკლა თავი.
მართალია სოციალურად დაუცველები იყვნენ და გარკვეულ დახმარებასაც იღებდნენ როგორც ვიცი, მაგრამ ამის გამო მაშინ თავი მთელმა სოფელმა უნდა მოიკლას.
საქართველოში ყველა სოციალურად დაუცველები ვართ. სახლში იპოვეს, ეზოში ჩამომხვრჩვალი. ძალიან კარგი გოგონა იყო და გულდასაწყვეტია, რომ ბავშვბეი ასე ობლად დარჩნენ“, – აცხადებენ ადგილობრივები.
როგორც knews. Ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.