ახალი ამბები

16 წლის აკაკი ცანკაშვილი სმენადაქვეითებულთა სილამაზის მსოფლიო კონკურსში მესამე ადგილზე გავიდა

თელავში მცხოვრებმა 16 წლის აკაკი ცანკაშვილმა იტალიაში გამართულ სმენადაქვეითებულთა შორის სილამაზის მსოფლიო კონკურსში “Miss and Mister Deaf Starts 2019” მესამე ადგილი დაიკავა და “მისტერ ფოტოგენურობის“ ტიტული მიიღო.

აკაკი მე-11 კლასის მოსწავლეა, თავისუფალ დროს კი სმენადაქვეითებულთა კავშირთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ლილეში” ცეკვავს.

,,ის პატარაობიდანვე ძალიან ლამაზი და მიმზიდველი ბავშვი იყო. ყველა გვირჩევდა, რომ სილამაზის კონკურსზე მიეღო მონაწილეობა. მართლაც შეარჩიეს ის თავის თანაკლასელ გოგონასთან, თამთა ხაზალიასთან ერთად, რომლებიც ერთად ცეკვავენ. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის”, – განუცხადეს knews.ge-ს აკაკი ცანკაშვილის ოჯახის წევრებმა.