ახალი ამბები

გრემში ხანძრის დროს დაღუპული ბავშვის დედა გარდაიცვალა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში 28 ნოემბერს გაჩენილი ხანძრის დროს დაშავებული 30 წლის ქალი დღეს გარდაიცვალა.

მედიკსოების განმარტებით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო მარი ეჟიშვილის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. თავდაპირველად ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა, შემდეგ კი 50%-იანი დამწვრობით თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

შემთხვევა სოფელ გრემში 26 ნოემბერს მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახის წევრმა ღუმელის ასანთებად დიზელის ნაცვლად ბენზინი გამოიყენა, რის შედეგადაც ბოთლში დარჩენილი საწვავი აფეთქდა და ცეცხლი მთლიან სახლზე გავრცელდა. შემთხვევის შედეგად 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა, 6 წლის ბავშვი და ახალგაზრდა ქალი კი, რომელიც დღეს გარდაცვლილი ქალის დაა, დაშავდნენ.

როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.