გურჯაანის პირველი სკოლის ყოფილი დირექტორი ციური მანიჟაშვილი გარდაიცვალა
გურჯაანის პირველი საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი, ღვაწლმოსილი მასწავლებელი ციური მანიჟაშვილი გარდაიცვალა.
ციური მანიჟაშვილი სკოლაში ათეული წლების განმავლობაში ასწავლიდა. იგი ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა სამოქალაქო პროექტსა და ახალგაზრდების განვითარებისა და გაძლიერებისთვის პროგრამებს ახორციელებდა.
knews.ge მწუხარებას გამოთქვამს ციური მანიჯაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.