სოფელ ნუკრიანში სიძემ სიმამრი მოკლა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში 61 წლის მამაკაცი მოკლეს.
61 წლის ფირუზ ჯანგულაშვილს სასიკვდილო ჭრილობა სავარაუდოდ სიძემ „გეკოს“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან კისრის არეში მიაყენა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა.
“მამაკაცი ცოლზე ხშირად ძალადობდა, რის გამოც ქალი პოლიციას იძახებდა. ქმარი მას ემუქრებოდა, რომ მამას მოუკლავდა”, – აცხადებენ ადგილობრივები.
მამაკაცი, რომელმაც სავარაუდოდ სიმამრი მოკლა, წარსულში ძალადობაზეა ნასამართლევი. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.