სოფელ კარდენახში ახალგაზრდა ქალმა თავი მოიკლა
გურჯანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, ახალგაზრდა ქალმა თავი მოიკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის ლ.მ-ს ცხედარი ოჯახის წევრებმა იპოვეს.
სუიციდის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილობრივების თქმით, ოჯახში უთანხმოება არ შეუნიშნავთ. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. შემთხვევა სოფელში 30 ნოემბერს მოხდა.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით მიმდინარეობს ძიება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.