ორეთის და ორწყალის ტბები თუშეთში-ადგილი რომელიც ტურისტების ინტერესს იწვევს
თუშეთში მდებარე ორეთის და ორწყალის ტბები ყოველწლიურად მეტი ტურისტის ინტერესს იწვევს.
ტბა ორწყალი მდებარეობს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 2840 მეტრზე.
ორეთის ტბა მდებარეობს თუშეთისდაცული ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 2650 მეტრზე, სოფელ ქუმელაურთიდან დაახლოებით 6 კილომეტრში. ტბა იკვებება წვრილი ნაკადულებით. ზამთარში იყინება, ამიტომ ტბაში თევზი არ ბინადრობს.
გადმოცემის თანახმად, თუშეთის სოფელ ქუმელაურთის მკვიდრნი დღეობის მე-3 დღეს აქ ამოდიოდნენ და აღნიშნავდნენ ორეთობას.
ტბიდან იშლება ხედები, საიდანაც მოჩანს თუშეთის 10-12 სოფელი და ნასოფლარი.
ფოტოები ინტერნეტიდან