EBRD-ის დაფინანსებით თელავს 10 ახალი ავტობუსი ეყოლება
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით, თელავის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 10 ახალო ავტობუსი გადაეცემა.
სხვადასხვა რეგიონისა და მუნიციპალიტეტისთვის 175 ავტობუსის ყიდვისთვის გამოყოფილია 17 მილიონი ევრო.
,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, 175 ერთეული ავტობუსის შესყიდვას გეგმავს.
აღნიშნული პროექტის ხელმოწერას კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე დავით ტაბიძე დაესწრნენ.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი ორ ლოტად გამოცხადა. პირველი ლოტით გათვალისწინებულია ასჩვიდმეტი 8.5 მეტრიანი ავტობუსის, ხოლო მეორე ლოტით ორმოცდათვრამეტი 10 მეტრიანი ავტობუსის შეძენა. პროექტის ფარგლებში გორს – 30, ზუგდიდს – 25, რუსთავს – 40, ქუთაისს – 60, ხოლო თელავსა და ფოთს 10-10 ავტობუსი გადაცემა”, – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.