10 დეკემბერს თელავის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება
10 დეკემბერს, 13:30 საათზე, ქალაქ თელავში, სასტუმრო ,,ალაზნის ველში” ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.
NDI-ის ინფორმაციით, საჯარო განხილვაზე თელავის მერია 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს წარმოადგენს.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციები, გენდერული თანასწორობის საბჭო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები კი მათ მიერ გამოკვეთილ პრიორიტეტებზე ისაუბრებენ და საკუთარ ინიციატივებს წარადგენენ.
,,საჯარო შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა დისკუსიას, რომლის დროსაც შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეკითხვების დასმის საშუალება ექნებათ”,- აცხადებენ ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში.