თელავის მუნიციპალიტეტის მერიას სოციალური ინიციატივები წარედგინა
თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის განხილვის პროცესში მოქალაქეთა ინიციატივების დაფინანსებაზე იმსჯელეს.
მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვა საკრებულოს კომისიებში მიმდინარეობს. ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც მუნიციპალურმა სტრუქტურებმა მოქალაქეთა ინიციატივების დაფინანსების საკითხი რეალისტურად მიიჩნიეს და რეკომენდაციით მერიას მიმართეს.
თელავის საკონსულტაციო საბჭომ, რომელშიც სამოქალაქო ორგანიზაციები და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებიც არიან ჩართულნი, მოქალაქეების მიერ ინიცირებული 7 ინიციატივა შეარჩია, რომელთაგან მუნიციპალიტეტმა 6 ინიციატივის დაფინანსება დასაშვებად მიიჩნია.