თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ხანძარია
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ხანძარია.
არსებული ინფორმაცაიით, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის დამხმარე ნაგებობა იწვის.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრე-მაშველები. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.