ევროპაში საქართველოში მნიშველოვან რეფორმებზე უკან დახევის რისკებს ხედავენ
ევროპარლამენტში აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ დებატებზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ვროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინმა მიმდინარე სესიაზე განაცხადა, რომ საქართველოში მნიშველოვან რეფორმებზე უკან დახევის რისკებს ხედავენ:
“საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე ბოლო თვეებში სიტუაცია გაუარესდა, რის გამოც ვზრდით ჩვენი მონიტორინგის მისიებს. საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მხარდაჭერა მხოლოდ განცხადება არ არის. ეს არის საფუძველი ადგილზე ჩვენი საქმიანობისა.
საქართველო სამეზობლოში ჩვენი ახლო და სანდო მოკავშირეა პარტნიორობაში. ამიტომ არ ვიკავებთ თავს, როდესაც ვხედავთ რისკებს, როგორც დღეს, ქვეყანაში კანონის უზენაესობის სფეროში მნიშვნელოვან რეფორმებზე უკან დახევის კუთხით”,
– თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა.