არჩევნებიახალი ამბები

ახალგაზრდული კონფერენცია – არჩევნების ლაბორატორია დასრულდა

22 ნოემბერს საზეიმოდ დასრულდა ახალგაზრდული კონფერენცია – არჩევნების ლაბორატორია, რომელშიც ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა 100 ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

პროქტი „არჩევნების ლაბორატორია – ახალგაზრდა ამომრჩევლლის საარჩევნო განათლებისა და სამოქალაქო კულტურის განვითარების ინიციატივა“ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ იყო დაფინანსებული და მიზნად ისახავდა კახეთის რეგიონის ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისა და ქალების, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების (უდები და ავარიელები) საარჩევნო და სამოქალაქო განათლების, საარჩევნო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას სამოქალაქო კულტურის განვითარებისათვის.

ახალგაზრდების როლზე დემოკრატიული არჩევნებისა და არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობის მნიშვნელობის საკითხებზე.

პროექტში ჩართული საჯარო სკოლის მოწავლეებსა და სკოლის ბიბლიოთეკებს გადაეცათ წიგნები.

კონფერენციაში, რომელიც სასტუმრო „კაჭრეთი ამბასადორში“ ჩატარდა, მონაწილეობა მიიღეს პროექტის პარტნიორებმა, მოწვეულმა ექსპერტებმა, ყვარლისა და ლაგოდეხის საოლქო-საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა. კონფერენციას დაესწრო ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.