თელავში კანადელმა მკვლევარმა შეხვედრა გამართა
თელავის ისტორიულ მუზეუმში, საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების ხელშეწყობით, კანადელმა მკვლევარმა ჰელენ თრემბლიმ შეხვედრა გამართა. მკვლევარმა თავისი გამოცდილების შესახებ ისაუბრა.
‘’მე საქართველოში მსუქნიშვილების ოჯახში ვცხოვრობდი. ავირჩიე ისინი, რადგან სოფლის მეურნეობას მისდევენ. ჩემს კვლევას მსოფლიოს ყველა ქვეყნის შესახებ ვაკეთებ. უკვე ვიცხოვრე სხვადასხვა ოჯახში 112 ქვეყანაში.
როდესაც ჩემს სამშობლოში, კანადაში, კვებეკში ვეკითხებოდი ადამიანებს იცოდნენ თუ არა, როგორ ცხოვრობდა ადამიანების უმრავლესობა საქართველოში, დიდმა ნაწილმა არც კი იცოდა, თუ სად მდებარეობდა საქართველო. მე მივხვდი, რომ ჩემი საქმე ჯერ არ არის დასრულებული იმის შესახებ, თუ რა ვისწავლე ამ პროცესში. მაქვს ვებ-გვერდი – let’s meet on Earth – სადაც წარმოდგენილია ამბები, ისტორიები ოჯახების ყოველდღიურ ცხოვრებაზე სხვადასხვა ქვეყნიდან. ისინი ეფუძნება დაკვირვებას.
შეხვედრაზე მე ვისაუბრე იმაზე, თუ რა ვისწავლე, მსოფლიოზე, როგორც შთაგონების წყაროზე, იმაზე, თუ რამ შთამაგონა და არა სტატისტიკაზე. ყურადღება გავამახვილე ყოველდღიურ ცხოვრებასა და შთაგონებაზე’’,- განუცხადა knews.ge-ს ჰელენ თრემბლიმ.
მკვლევარი მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყნაში მათი ტრადიციებისა და რელიგიისა შესასწავლად. მან 112 ქვეყანაში იმოგზაურა და 141 ოჯახის ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება გაიზიარა, შემდეგ კი მსოფლიოს მასშტაბით გამართა შეხვედრები თავისი საინტერესო მოგზაურობის შესახებ. მან 1993 წლიდან დაიწყო მოგზაურობა. მკვლევარს სურდა ენახა ადამიანების ცხოვრების სტილი. საქართველოს გარდა, ის იყო მონღოლეთში, ბალკანეთში, სუდანში და ა.შ.