პანკისის ხეობაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
ერთი ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა სისხლიანი გარჩევა პანკისის ხეობაში.
ადგილობრივების თქმით, ერთმანეთს მუთოშვილების და ქავთარაშვილების გვარების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
ადგილობრივების ინფორმაციითვე, დაპირისპირება სავარაუდოდ, წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება, კიდევ ერთი ვერსიით კი, ორ ოჯახს შორის კონფლიქტი ჰესის მშენებლობის თაობაზე მოხდა. მათი შერიგება კი ადგილობრივი ადათ- წესების მიხედვითაც ვერ მოხერხდა.
ჯერჯერობით დადგენილი არ არის, რა მიზნით შეიკრიბნენ დღეს გვარების წარმომადგენელი ახალგაზრდები, რომლებმაც შემდეგ ერთმანეთი ცეცხლსაროლი იარაღით დაჭრეს.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი და დაჭრილია ოთხი ახალგაზრდა. გარდაცვლილი მუთოშვილების გვარის წარმომადგენელია.
ამ წუთებში ადგილზე იმყოფება პოლიცია და ექსპერტ- კრიმინალისტები, რომლებიც მომხდარის მიზეზებს არკვევენ.