ახალი ამბები

4 დაჭრილი და 1 გარდაცვლილი – პანკისის ხეობაში დაპირისპირება სავარაუდოდ ჰესის მშენებლობას უკავშირდება

პანკისის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობას შორის კონფლიქტი სისხლიან დაპურისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირების დროს გარდაიცვალა ერთი ადამიანი და დაიჭრა 4.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყავნეს. ერთმანეთს რამდენიმე გვარის, მუთოშვილების, ხანგოშვილებისა და ქავთარაშვილების გვარების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, მხარეებს შორის დაპირისპირება სავარაუდოდ პანკისში, “ხადორი 3”-ის მშენებლობას უკავშირდება. ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება გვარებს შორის წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.

პანკისში “ხადორი3“ -ის მშენებლობა 21 აპრილს შეჩერდა. მანამდე მოსახლეობამ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართა.

გაზაფხულზე ვითარება რეგიონში ჰესის გამო იმდენად დაიძაბა, რომ სოფელში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მობილიზაცია გახდა საჭირო.