შსს-მ სოფელ ბოდბისხევში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე მუხლით დაიწყო, რომელიც ძალადობას გულისხმობს.
,,სამოქალაქო მოძრაობის” კახეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს და ამბობს, რომ ეს არა მხოლოდ ფიზიკური შეურაცხყოფა, არამედ პოლიტიკურ ნიადაგზე ჩადენილი ძალადობის ფაქტი იყო.
ნინო გოგოლაშვილის კახეთის პოლიციის დეპარტაკენტის სიღნაღის რაიონულ განყოფილებაში ხვალ, 12 საათისთვის არის დაბარებული.
ცნობისთვის, სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტს ნინო გოგოლაშვილს, სოფელ ბოდბისხევის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიღნაღის საკრებულოს წევრმა, ილია ბაიდოშვილმა სავარაუდოდ თავში ჩაარტყა.
მომხდარ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით იყო დაწყებული.