ინტერმუნიციპალური სოციალური პოლიტიკის დოკუმენტის განხილვა
,,მედია ცენტრი კახეთი“ ორგანიზაცია ,,World Vision”-ის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს ,,ინტერმუნიციპალური სოციალური პოლიტიკის მხარდაჭერა კახეთის რეგიონში“.
პროექტის მიზანია სოციალურ სექტორში მრავალმხრივი პარტნიორობის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტების სამოქალაქო სექტორსა და ბიზნესს შორის სოციალური სერვისების სისტემის გაუმჯობესების გზით.
პროექტის ფარგლებში, მომზადდა ინტერმუნიციპალური სოციალური პოლიტიკის პირველადი დოკუმენტი რომლის პირველი განხილვაც უკვე გაიმართა.