,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” მიწის რეგისტრაციის შესახებ ახალი ვებპორტალი შექმნა
„საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველომ“ ახალი ვებპორტალი www.sakutreba.ge შექმნა, რომელიც მოქალაქეებს მიწის რეგისტრაციის პროცესში დაეხმარება.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ვებპორტალი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ზუსტად იცოდნენ საჯარო რეესტრში წარსადგენად რა დოკუმენტები უნდა ჰქონდეთ ხელთ და მარტივად მიადევნონ თვალი საკუთრების რეგისტრაციის ფაზებს.
“გზამკვლევის შექმნა ჩვენმა ორგანიზაციამ პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ გადაწყვიტა. საქართველოს არაერთ მოქალაქეს გავუწიეთ დახმარება და კონსულტაცია მიწის რეგისტრაციის საკითხებზე, თუმცა პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე ასევე გადავწყვიტეთ ახალი ვებპორტალის მეშვეობით ყველა იმ მოქალაქის დახმარება, რომელსაც ინფორმაციის ნაკლებობის გამო მიწა დღემდე არ აქვს დარეგისტრირებული;
ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით“, -აცხადებენ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში”.