საპროცედურო კომიტეტის თავჯდომარის პოსტზე უმრავლესობამ ლაგოდეხი-ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი წარადგინა
საპრლამენტო უმრავლესობამ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ლაგოდეხი-ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი წარადგინა.
გურამ მაჭარაშვილი გიორგი კახიანს შეცვლის, რომელიც ამ კომიტეტს 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტურია, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ გიორგი კახიანმა უმრავსელობა და ეს პოსტი დატოვა.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა. რის გამოც თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციები დაიწყო. პარლამენტის ამ გადაწყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა, მათ შორის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პირველმა ვიცესპიკერმა და სამი კომიტეტის თავმჯდომარემ დატოვა.