სოფელ გრემში ხანძარს 12 წლის ბავშვი ემსხვერპლა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 12 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გარდაცვლილი ბავშვის დედა და ოჯახის კიდევ ერთი წევრი სხეულის დამწვრობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე სამაშველო ბრიგადები და პოლიციაა მობილიზებული. მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ხანძარი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.