ახალი ამბები

,, სამოქალაქო მოძრაობის” წევრი ნინო გოგოლაშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს

სოფელ ბოდბისხევში მომხდარი ინციდენტის შესახებ, პოლიციაში გამოსაკითხად ,,სამოქალაქო მოძრაობის” აქტივისტი, ნინო გოგოლაშვილი დაიბარეს.

გოგოლაშვილის ინფორმაციით, ის სიღნაღის პოლიციაში ხვალისთვის არის დაბარებული და აპირებს, რომ სამართალდამცავებს ყველა მტკიცებულება წარუდგინოს.

,,ხვალ ყველა მტკიცებულებას წარვადგენ, გარდა ამისა, მივმართავ სახალხო დამცველსაც. ხულიგანი მოხელის მკაცრად დასჯას ვითხოვ”, – განაცხადა ნინი გოგოლაშვილმა.

შეგახსენებთ, ინციდენტი, დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიდბისხევში მოხდა.

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერებმა, კამპანია “ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები”, სიღნაღიდან დაიწყეს.

სოფელ ბოდბისხევის ბაზარში, საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, ილია ბაიდოშვილმა, მოძრაობის წევრს, ნინო გოგოლაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციული სამართალწარმოება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო.