მოძრაობამ,, შეცვალე” კამპანია თელავიდან დაიწყო
მოძრაობამ “შეცვალე” საინფორმაციო კამპანია ქალაქ თელავიდან დაიწყო.
მოძრაობის აქტივისტები ქალაქ თელავში აგრარულ ბაზართან შეიკრიბნენ და მოსახლეობას გაესაუბრნენ და მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური სტიკერები გააკრეს.
აქტივისტების თქმით, მათი მთავარი გზავნილი, ქვეყანაში მმართველობის შეცვლის აუცილებლობაა.
ახალგაზრდებმა ადგილობრივებს 25 ნოემბერს, თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისაკენ მოუწოდეს.