ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმის ტურისტული შესაძლებლობები- ფოტოები
კინომსახიობ ნატო ვაჩნაძის სახლმუზეუმი გურჯაანში 1981 წლიდან ფუნქციონერებს.
მუზეუმის ტერიტორიაზე არის საგამოფენო დარბაზი, სადაც დაცულია ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით ფილმიდან კადრები და მსახიობის ტანსაცმელი.
მსახიობისა და მისი ოჯახის წევრების პირადი მემორიალური ნივთების გარდა მუზეუმში დაცულია კახეთის მხარისთვის დამახასიათებელი ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები.
ნატო ვაჩნაძის სახლმუზეუმში დაცული უძველესი ფოტოები, რომელიც მის ევროპელ და ქართველ ნათესავებს ეკუთვნით.
ვაჩნაძის სახლმუზეუმში დაცულია მსახიობისა და მისი ოჯახის წევრთა მემორიალური ნივთები: XIX-XX საუკუნეების დასაწყისის ავეჯი, ხალიჩები, ჭურჭელი, ფოტომასალა, დოკუმენტები, მსახიობის შესახებ გამოცემული წიგნები.
ნატო ვაჩნაძის სახლმუზეუმში დაცული უძველესი ფოტოები, რომელიც მის ევროპელ და ქართველ ნათესავებს ეკუთვნით.
მუზეუმში ტურისტებს ამ ექსპონატების ნახვის გარდა, ისტორიულ მარანში ღვინის დაგემოვნებაც შეუძლიათ. მუზეუმში ამბობენ, რომ აღნიშნულ სახლსა და მარანშია გადაღებული ცნობილი ქართული ფილმი ,,რაც გინახავს ვეღარ ნახავ”.
ნატო ვაჩნაძის დედა პოლონელი იყო, ბებია გერმანელი, დიდი ბებია კი იტალიელი მომღერალი. მუზეუმის თანამშრომელი, მარინა ბარამაშვილი ფიქრობს, რომ უცხოელი ტურისტების მოსაზიდად შესაძლებელია ეს ამბავიც საინტერესო იყოს.