ახალი ამბები

წნორში ალეკო ელისაშვილს „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორის ბაზართან დაძაბულობაა.

სამოქალაქო მოძრაობის ხელმძღვანელს ალეკო ელისაშვილს „ქართული ოცნების“ აქტივისტები დახვდნენ და არ აძლევენ საშუალებას კამპანია „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტები“ ჩატარებას.

მათ შორის არიან ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატები. ისინი ითხოვენ, რომ ელისაშვილმა ტერიტორია დატოვოს. ადგილზე მცირე შეხლა-შემოხლაც მოხდა.

ალეკო ელისაშვილი ტერიტორიის დატოვებაზე უარს აცხადებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მათ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მიაყენეს.

,, მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი შიოლაშვილის მხარდამჭერებმა “სამოქალქო მოძრაობის” კუთვილი ბანერები ჩამოხიეს და “სამოქალაქო მოძრაობის” აქტივისტს ნინო გოგოლაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.