დავით სონღულაშვილი- ლარის გაუფასურება მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის განცხადებით, ლარის გაუფასურება მოქალაქეებს მძიმე ტვირთად აწვება.
მისი თქმით, ლარის გაუფასურებაზე, ასევე ინფლაციაზე პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს აქვს.
„არის დაგროვილი რესურსი უცხოურ ვალუტაში, რომელსაც ბანკები ვერ ითვისებენ რეგულაციების გამო, ვერ ახდენენ ეკონომიკაში დოლარის ჩაშვებას, რის გამოც ფაქტობრივად დოლარის მიმწოდებელი არ არის ბაზარზე, რაც საბოლოო ჯამში კურსს აწვება და მოქალაქეებზე უარყოფითად აისახება“-აცხადებს სონღულაშვილი.