დედოფლისწყაროში ავარიას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
მოპედს, რომელსაც 16 წლის მოზარდი მართავდა მანქანა შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით, შეჯახების შედეგად მოპედის მძღოლი გარდაიცვალა, ხოლო მასთან მყოფი მეორე არასრულწლოვანი დაშავდა.
დედოფლისწყაროს რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ხათუნა ზურიკაშვილის ინფორმაციით, დაშავებულ ახალგაზრდას ფეხი ჰქონდა საზიანებული და პირველადი დახმარებუს შემდეგ ის საავადმყოფოდან გაწერეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.