გურჯაანში მდებარე აგროტურისტული ცენტრი შატო ,,ზეგაანი” შავი ხიზილალის წარმოებას იწყებს
გურჯაანში შავი ხიზილალის წარმოება იწყება.
შატოს მფლობელის, ბიზნესმენ დავით ტატულაშვილის განმარტებით, პროექტი უკვე მზად არის და ქართული ხიზილალა ადგილობრივ ბაზარზე 2020 წლის მარტიდან გაიყიდება.
“ჩემს პარტნიორებთან ერთად გადავწყვიტე, საქართველოში შავი ხიზილალის წარმოება. ეს პროდუქტი იქნება ბიო, რადგან თევზი, რომლისგანაც ხიზილალის დამზადებას ვგეგმავთ, რიონიდან მოგვყავს. პროექტი უკვე მზად გვაქვს.
2020 წლის მარტიდან ვგეგმავთ შავი ხიზილალის წარმოებას, რომელიც დაახლოებით 10 ტონას შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რაოდენობით საქართველო, ხიზილალას წარმოებით, შესაძლოა, მსოფლიოში მეოთხე ადგილზე გავიდეს”, – განაცხადა დავით ტატულაშვილმა.