გურჯაანში შენობებზე საპროტესტო წარწერები გამოჩნდა – ფოტოები
დღეს დილით ქალაქ გურჯაანში და მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, საჯარო სკოლებთან და სხვა შენობებზე წითელი საღებავით დაწერილი წარწერები “ამ ცხოვრების დედაც” გამოჩნდა.
ეს არის 15 წლის მოზარდის მიერ სკოლაში გაკეთებული წარწერა, რომლის გამოც დაწყებული გამოძიების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა, სავარაუდოდ, მოზარდი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.
ფოტოები: საინფორმაციო გვერდი პირველი