საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის საკითხებზე თელავში შეხვედრა გაიმართება
14 ნოემბერს, 12:00 საათზე, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება „საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია GERA “ – ს დამფუძნებლებთან შეხვედრა.
შეხვედრაზე, როემლსაც გამართავენ ასოციაციის გამგობის თავჯდომარე ალექსანდრე გვარიშვილი და კომპოზიტორი და შემსრულებელი ჯემალ სეფიაშვილი, იმსჯელებენ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის საკითხებზე.
„ასოციაცია GERA “ ერთადერთი ასოციაციაა საქართველოში, რომელიც მაღალი ინოვაციური , გამჭვირვალე ტექნოლოგიების გამოყენებით, სათანადო იურიდიული მომსახურეობით აპირებს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვას მსოფლიო სტანდარტების დონეზე. ასოციაციის მიზნები დაფუძნებულია წევრების მატერიალურ მგომარეობის გაუმჯობესებაზე, მათი შემოქმედების მხარდაჭერაზე და პოპულარიზაციაზე.
“ვისაც აქვს საკუთარი ინტელექტუალური საკუთრება – ლექსი, სიმღერა, ნახატები, ან არის შემსრულებელი, აქვს რესტორანი, კაფე, გასართობი ცენტრი, სტუდია და ა.შ. შეუძლია მივიდეს შეხვედრაზე, ასოციაციაში გაწევრიანდეს და დაარეგისტრიროს საკუთარი შემოქმედება, დაიცვას, იურიდიულად განამტკიცოს და გაიუმჯობესოს ფინანსური მხარე”, – აცხადებენ „საავტორო უფლებამფლობელთა” ასოციაციაში.