გურჯაანში საპატრულო პოლიციის ექსპრესფილიალები ამოქმედდა
გურჯაანში მოსახლეობას საპატრულო პოლიციის ექსპრესფილიალები მოემსახურება. ექსპრესფილიალები „ერთი სარკმლის პრინციპით“ იმუშავებენ.
საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალების პრეზენტაციას გურჯაანში შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დაესწრო.
კახა საბანაძის თქმით, ექსპრესფილიალები გურჯაანში 25 დეკემბრამდე დარჩება, რის შემდეგაც მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოძრავებენ.
,,ექსპრესფილიალები თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ელექტრონული განცხადებების მიღების ფუნქციით არის აღჭურვილი. რეგიონის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, 50-მდე საპოლიციო სერვისი, როგორებიცაა მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღება, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობის მიღება, „ერთი სარკმლის პრინციპით“, ქალაქიდან გაუსვლელად მიიღოს”,- განაცხადა კახა საბანაძემ.
ექსპრესფილიალების კონცეფციის რეგიონებში დანერგვის პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების და სოციალური კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობს.
ფოტო: ტელეკომპანია გურჯაანი