თელავის საჭადრაკო კლუბის მთავარი მწვრთნელი თამარ ხმიადაშვილი გარდაიცვალა
თელავის საჭადრაკო კლუბის მთავარი მწვრთნელი თამარ ხმიადაშვილი გარდაიცვალა.
ინფორმციას ა(ა)იპ თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანება ავრცელებს. თამარ ხმიადაშვილი თელავის საპატიო მოქალაქე და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულის და პრიზიორი იყო.
“ა(ა)იპ თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანება “თელავი” ღრმა მწუხარებას გამოხატავს თელავის საპატიო მოქალაქის, ჩვენი გაერთიანების საჭადრაკო კლუბის მთავარი მწვრთნელის, სენიორთა შორის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულის და პრიზიორის, საერთაშორისო დიდოსტატის თამარ ხმიადაშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს”, – ნათქვამია თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.