ახალი ამბები

ლაგოდეხის ნაკრძალში ფოტოხაფანგმა ხარჯიხვები დააფიქსირა

ლაგოდეხის ნაკრძალში ფოტოხაფანგმა ხარჯიხვების შერკინება დააფიქსირა.

კავკასიის მთების მშვენება ჯიხვი მხოლოდ კავკასიონის მთაგრეხილზე ბინადრობს. საქართველოს დაცული ტერიტორიებზე ჯიხვები დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობენ თავს.

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი ფოტომახეების მეშვეობით მიმდინარეობს. ფოტოხაფანგის დახმარებით შესაძლებელია გარეული ცხოველების დისტანციურად გადაღება, მათი რიცხოვნობის დადგენა, დღეღამური და სეზონური აქტივობის დაფიქსირება და ა.შ.

იხილეთ ვიდეო: