საქართველოში პირველად გამოიკვლევენ, როგორ და რაზე ანაწილებენ მოქალაქეები დროს
„საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური“ აპირებს გამოიკვლიოს, როგორ და რაზე ანაწილებენ ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები დროს.
„საქსტატის“ ინფორმაციით, მოსახლეობის მიერ დროის გამოყენების საკითხზე კვლევის ჩატარება 2020 წელს იგეგმება და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ამ თემაზე მოქალაქეების გამოკითხვა მოხდება.
გამოკვლევის შედეგად დადგინდება, თუ როგორია მოსახლეობის დროის მენეჯმენტი და დროის გამოყენების გადანაწილება დღისა და ღამის განმავლობაში, ქალისა და კაცის, სოფლად და ქალაქად მცხოვრებთა ჭრილში.
კვლევის ჩასატარებლად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება.