განსასჯელის ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის ინფორმაციით, ვერდიქტის გამოსატანად, საქმის ნაფიცებისათვის გადაცემა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის სურვილით მოხდა.

დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ასე გადაწყდა. ვფიქრობთ, საინტერესო პრეცედენტია, რადგან რეგიონში ეს პირველად ხდება,”- განაცხადა კონდახაშვილმა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი ნაფიცი მსაჯული შეარჩია. შერჩევის პროცესს, მოსამართლე, მამუკა წიკლაური უძღვება.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, 2004 წელს, საქართველოს კონსტიტუციის 82- ე მუხლით დაკანონდა.