თელავში პროექტის ,,მეწარმე ქალთა კლუბი 2″ განხორციელება დაიწყო
არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,მედია ცენტრი კახეთი” NDI-ის მხარდაჭერით თელავში მეწარმე ქალთა გაძლიერების პროექტი დაიწყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომზადდა საჭიროებათა კვლევა და დაიწყო სამიზნე აუდიტორიასთან საინფორმაციო შეხვედრები.
პირველი შეხვედრა თელავში გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეწარმეები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
მედია ცენტრი კახეთის ხელმძღვანელის, მაია მამულაშვილის თქმით, მნიშნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში მოხდება მეწარმე ქალთა საჭიროებების განსაზღვრა, მათი ინფორმირება, ადვოკატორება და საჭიროებების ინიციატივებად დამუშავება.
,,პროექტის ფარგლებში საშუალება გვექნება, რომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივიღოთ თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეწარმე ქალთა საჭიროებების შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია მათი პრობლემების გამოკვეთა. პროექტის ფარგლებში უკვე მომზადდა საჭიროებების კვლევა და ამჟამად მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ერთის მხრივ შევაფასოთ არსებული პრობლემები რაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაღალმთიან და ეთნიკურ უმცირესობებით დასახლებულ პუნქტებში მცხოვრებ მეწარმე ქალებს აქვთ.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია უშუალოდ ადვოკატირების კომპონენტი, როდესაც მეწარმე ქალთა საჭიროებების გამოკვეთა მოხდება, რომელიც ინიციატივებად დამუშავდება და ადგილობრივ თვითმმართველობას მიეწოდება. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ერთგვარი შუალედური რგოლი ვიყოთ.
აღსანიშნავია, რომ საჭიროებები არის ძალიან ბევრი. ყველაზე მიშვნელოვანია ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, საგრანტო კომპონენტებში მათი ჩართულობის გაუმჯობესება და ინფორმირება რომელიც ძალიან ნიშვნელოვანია ამ ქალებისათვის. ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ ის საკითხები რომელიც ხელეწიფება თვითმმართველობას, მოხდეს მათი გადაწყვეტა, რომ ქალთა პრობლემები მოიხსნას”,- განაცხადა მაია მამულაშვილმა.