არჩევნებიახალი ამბები

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ლაგოდეხის შუალედურ არჩევნებში ხმების უმრავლესობა მმართველი პარტიის კანდიდატმა მოიპოვა

,,ქართული ოცნების” ინფორმაციით, ლაგოდეხში გამართულ საკრებულოს შუალედური არჩევენებში მათმა კანდიდატმა, ომარ შველიძემ  ხმების უმეტესობა მოიპოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, წინასწარი შედეგების გაცნობის შემდეგ, მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა ქუჩაში მანქანებით მსვლელობა მოაწყეს.

ცნობისთვის, ლაგოდეხის #15-ე საარჩევნო ოლქში 4000-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული. აქედან, ბოლო ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა საერთო ამომრჩევლის რაოდენობის 57%-მა მიიღო.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, კი ამ ეტაპზე დათვლილია 33-ე საარჩევნო უბნის შედეგები, სადაც მმართველი პარტიის წარმომადგენელს ომარ შველიძეს 251 (86.55%) ხმა აქვს, ევროპული საქართველოს კანდიდატს მალხაზ მელაშვილს კი 36 (12.41%) .