17:00 საათის მონაცემებით ლაგოდეხის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩევლების 48%-მა მიიღო
ლაგოდეხში, სოფელ აფენის თემში 4 საარჩევნო უბანზე დარეგისტრირებული 4229 ამომრცევლიდან 17:00 სააღის მონაცემებით არჩევანი 2041-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც 48.3%-ს შეადგენს.
ლაგოდეხის მე-15 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და დღის განმავლობაში არანაირ გართულებებს ადგილი არ ჰქონია.
არჩევნები 4 უბანზე სოფელ ჭაბუკიანის 2, აფენის 1 და გვიმრიანის 1 საარჩევნო უბნებზე ჩატარდება.
შეგახსენებთ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საკრებულოს წევრს გია კობახიძეს საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლის გამო შეუწყდა უფლებამოსილება და ამ მიზეზით დაინიშნა შუალედური არჩევნები.