ლაგოდეხში ,,ქართული ოცნების” კანდიდატმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
ლაგოდეხში პარტია ,,ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატმა, 27 წლის ომარ შველიძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის სოფელში არსებული პრობლემების შესახებ საკრებულოში საკითხების ინიცირებას და მის მოსაგვარებლად აქტიურ მუშაობას გეგმავს.
,,გამარჯვების შემთხვევაში ვგეგმავ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან პრობლემური საკითხების უშუალოდ მიტანას და აქტიურად მუშაობას, სანამ არ აღმოიფხვრება. ახალგაზრდული კუთხით აქტიურ ვიმუშავებ”,- განაცხადა ომარ შველიძემ.