განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი- არჩევნებზე ლაგოდეხში მცირე პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა
სადამკვირვებლო ორგანიზაცია ,,განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის” ინფორმაციით, კენჭისყრის დღე მიმდინარეობს მშვიდ გარემოში და წესების დაცვით, თუმცა, ლაგოდეხში მცირე პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ დარღვევებს კენჭისყრის პროცესზე ზეგავლენა არ მოუხდენია.
“დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირის ყოფნა საარჩევნო უბანზე, ასევე სათანადო დოკუმენტაციის გარეშე, კერძოდ, ვადაგასული პირადობის მოწმობით ხმის მიცემის მცდელობა, რეგისტრატორისა და ნაკადის მომწესრიგებლის მხრიდან ფუნციების არაჯეროვანი შესრულება, სამივე ეს დარღვევა აღმოიფხვრა დროულად ჩვენი დამკვირვებლის მითითების შედეგად,”– განაცხადა ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარი ბენდელიანმა.
მისივე თქმით, გარდა ამისა, ლაგოდეხში საარჩევნო უბნებთან პარტიის კოორდინატორები იმყოფებიან, რაც უარყოფითი პრაქტიკაა.