არჩევნებიახალი ამბები

საკრებულოების შუალედურ არჩევნებს 10 ადგილობრივი და 1 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება

ლაგოდეხის 4 საარჩევნო უბანზე, მარტვილის 2 საარჩევნო უბანზე და ადიგენის 1 საარჩევნო უბანზე საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.

საარჩევნო პროცესს 10 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 76 და 1 საერთაშორისო ორგანიზაციის 5 დამკვირვებელი აკვირდება.

ცესკოში განმარტავენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში აკრედიტებულია 15 მედია ორგანიზაციის 221 წარმომადგენელი,  არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ კი რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 37 წარმომადგენელი.

,,07:00 საათიდან მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის – 2 51 00 51, ასევე, ონლაინ ჩატი. არჩევნების დღის მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია მედიისა და დაინტერესებული მხარეებისთვის მთელი დღის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს აფენის, არალისა და კიწიის თემების ამომრჩევლებს  იაქტიურონ და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა”,- აცხადებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.