15:00 საათისთვის ლაგოდეხში არჩევანი 1767-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა
ლაგოდეხში, აფენის თემში 4 საარჩევნო უბანზე საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება.
როგორც knews.ge-ს ლაგოდეხის მე-15 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რევაზ გაიპარაშვილმა განუცხადა, საარჩევნო სიებში დარეგისტრირებული 4229 ამომრჩევლიდან, არჩევანი 1767-მა ამომრჩეველმა უკვე დააფიქსირა, რაც 41, 78% -ს შეადგენს.
,,მოქალაქეთა აქტივობა საარჩევნო უბნებზე საშუალოა. ამ დროისთვის 4 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული ამომრჩევლების 41,78-მა პროცენტმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არანაირი პრობლემა არ შექმნილა, არც სიტყვიერი გაფრთხილების ფაქტი დაფიქსირებულა და არც საჩივარი დაწერილა. საღამოს საათებში ველოდებით ამომრჩეველთა რიცხვის ზრდას”,- განუცხადა knews.ge-ს რევაზ გაიპარაშვილმა.