ლაგოდეხში ამ დროისთვის 332-მა ამომრჩეველმა გააკეთა საკუთარი არჩევანი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, აფენის თემში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.
ცესკოს 10:00 საათის მონაცემებით, 4 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 4229 ამომრჩევლიდან 332-მა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა, რაც 7,9%-ს შეადგენს.
არჩევნები 4 უბანზე სოფელ ჭაბუკიანის 2, აფენის 1 და გვიმრიანის 1 საარჩევნო უბნებზე ჩატარდება.
შეგახსენებთ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საკრებულოს წევრს გია კობახიძეს საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლის გამო შეუწყდა უფლებამოსილება და ამ მიზეზით დაინიშნა შუალედური არჩევნები.