არჩევნებიახალი ამბები

ლაგოდეხში “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში, შუალედურ არჩევნებზე, “ევროპული საქართველოს” საკრებულოს მაჟორიტარმა კანდიდატმა მალხაზ მელაშვილმა ხმა 25 -ე უბანზე მისცა.

მისი განცხადებით, მან ხმა მისცა ადგილობრივების პრობლემის მოგვარებას.

,,იმედი მაქვს, რომ არჩევნებში გავიმარჯვებ და ხალხის გვერდით ვიქნები. ყველა დანაპირებს შევასრულებ და არსებული პრობლემების მოგვარებაში აქტიურ მონაწილეობას მივიღებ”,- განაცხადა მალხაზ მელაშვილმა.

ცნობისთვის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდანარეობს.