არჩევნებიახალი ამბები

ლაგოდეხში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, აფენის თემის 4 საარჩევნო უბანზე არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

როგორც knews.ge-ს ლაგოდეხის მე -15 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ გაიპარაშვილმა განუცხადა, საარჩევნო უბნები ჩვეულებისამებრ 8 საათზე გაიხსნა და ამ დრომდე საარჩევნო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

,,ამ დრომდე საარჩევნო უბნებზე მშვიდი ვითარებაა და საარჩევნო პროცესი ყოველგვარი გართულებების გარეშე მიმდინარეობს. რაც შეეხება ამომრჩევლების აქტივობას, ნორმალურია. 10 საათის მონაცემებით აქტივობა 7%-ს შეადგენს”,- განუცხადა KNEWS.GE-ს რევაზ გაიპარაშვილმა.