არჩევნებიახალი ამბები

12:00 საათის მონაცემებით ლაგოდეხში არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 20,5%-მა მიიღო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის 12:00 საათის მონაცემებით ლაგოდეხში მიმდინარე შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 20,5%-მა მიიღო.

არჩევნები აფენის თემის 4 უბანზე სოფელ ჭაბუკიანის 2, აფენის 1 და გვიმრიანის 1 საარჩევნო უბნებზე ჩატარდება.

შეგახსენებთ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საკრებულოს წევრს გია კობახიძეს საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლის გამო შეუწყდა უფლებამოსილება და ამ მიზეზით დაინიშნა შუალედური არჩევნები.