თელავის საკრებულოს დეპუტატები საზოგადოებას 1 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენენ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები 2019 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს წარადგენენ.
წარმომადგენლობით ორგანოში აცხადებენ, რომ პროპორციული სიით არჩეული დეპუტატების ანგარიშის წარდგენა საკრებულოს სხდომათა დარბაზში 29 ოქტომბერს გაიმართება.
მაჟორიტარი დეპუტატები კი მოსახლეობისთვის ანგარიშის ჩაბარებას 27 ოქტომბრიდან დაიწყებენ.
ნიკოლოზ ესიტაშვილი