ლაგოდეხში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში 4 224 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას
ორ დღეში ლაგოდეხში საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება.
ლაგოდეხის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის ინფორმაციით, აფენის თემში არჩევნები 4 უბანზე ჩატარდება. კენჭისყრის დღეს სოფელ ჭაბუკიანში 2, აფენში 1 და გვიმრიანში 1 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდი სოფელში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საკრებულოს წევრს გია კობახიძეს საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლის გამო შეუწყდა უფლებამოსილება და ამ მიზეზით დაინიშნა შუალედური არჩევნები.
საკრებულოს წევრის შესარჩევად სამი კანდიდატია წარდგენილი. ოთხივე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 4 224 ამომრჩეველი”,- განუცხადა Knews.ge-ს რევაზ გაიპარაშვილმა.